უკრაინის ხელისუფლებას რატომღაც აქვს თავისი პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჰყავდეს ნაცმოძრაობის ლიდერები თავისთან - ეს არის სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს არის მათი პრინციპული პოზიცია და, სამწუხაროდ, ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს არის არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლინება, პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ, რომ ესენი არიან ქვეყნის მთავარი კრიმინალები, ხომ? ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, არ იცვლება მათი დამოკიდებულება, ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, სამწუხაროდ, ეს არ იცვლება. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ, ერთადერთი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა ამაზე ღრმად ჩვენ ვერ შევალთ, კიდევ ერთხელ, იმის გამო, რომ ქვეყანა დღეს არის ომის მდგომარეობაში და ჩვენ ამ ფაქტორს მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ ანგარიში.
საქართველო-უკრაინა
კობახიძე: უკრაინის მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, ენმ-ს ლიდერები თავისთან ჰყავდეს
tbl.ge/5yam
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
საქართველო-უკრაინაირაკლი კობახიძექართული ოცნებაენმრუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომიომი უკრაინაშისაქართველო-უკრაინის ურთიერთობა
ამავე თემაზე
- კობახიძე ამბობს, რომ მაიდნის დროს ემოციები "ხელოვნურად გამოიწვიეს"
- კალაძე პუტინის ნარატივს იმეორებს, რომ ზელენსკი უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება
- კალაძე: ზელენსკი ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს, ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და უკრაინას
- ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას - ზელენსკი ზურაბიშვილის მიმართვაზე
- კობახიძე: მე და ზელენსკი ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს, საუბარი არ გვქონია