ჰოლივუდი

უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა

Deadline

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით უილ სმიტს ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აეკრძალა.

"რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ფართო მიზანის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებას". – წერია აკადემიის განცხადებაში.

28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".

მეორე დღეს უილ სმიტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კომიკოსს ბოდიში მოუხადა. კრის როკმა სმიტს პოლიციაში არ უჩივლა.

რამდენიმე დღის წინ სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები თავად დატოვა. 

კომენტარები