ქართული ფეხბურთი

დინამო არენას ერთ-ერთ ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა

Facebook

დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ქართველი მცველის, ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა.

"ალექსანდრე ჩივაძის 67-ე იუბილესთან დაკავშირებით, დღეიდან სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსი ჩვენი ლეგენდარული კაპიტნის სახელს ატარებს დინამოს სპორტულმა დირექტორმა და კაპიტანმა კი იუბილარს სამახსოვრო მაისური და კაპიტნის სამკლავური გადასცეს" – წერია კლუბ დინამოს განცხადებაში.

მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გრაფიტით კლუბ დინამოს გულშემატკივრებმა გააფორმეს.

ალექსანდრე ჩივაძემ პროფესიონალური კარიერა 1974 წელს, კლუბ დინამოში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის დინამოს შემადგენლობაში. 1980 წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1982 და 1986 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატებში. 1993-1997 წლებში წრთვნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
 

კომენტარები