ქართული ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთან ნაპოლიმ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

Live.ge

ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კლუბის, ნაპოლის ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, კლუბის პრეზიდენტის, არელიო დე ლაურენტისზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ნაპოლიმ ოფიციალურად შეიძინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გუნდს მომავალ სეზონში შეუერთდება. ყაზანის რუბინის ყოფილი ფეხბურთელი ნაპოლიში 5 წელი ითამაშებს, შარშან მისი შეძენით ტოტენჰემი იყო დაინტერესებული". – წერია რომანოს პოსტში.

კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოში თამაშობს. ნახევარმცველმა 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას ანგარიშზე 13 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია.

კომენტარები