გამოცემა Whoscored.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ჩემპიონატის B შესარჩევი ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გურამ კაშია მოხვდა.
B ჯგუფის ტურის სიმბოლურ ნაკრებში, კაშიას გარდა, 7 ესპანეთის, 2 კოსოვოს და 1 საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები მოხვდნენ.
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია B ჯგუფის სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი გახდა.
სეზონის სიმბოლურ ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად 7 შვედეთის და 3 ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები მოხვდნენ.