ქართული ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები დაასახელა

Be Funky

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards გაიმართა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ცერემონია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

2020 წელის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ხატია ჭყონია, ხოლო კაც ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საუკეთესო გოლის ავტორად ასევე ჭყონია დასახელდა. 

ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

GFF Awards 2020-ის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კაცი

ხვიჩა კვარაცხელია ("რუბინი", რუსეთი)

2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი", საქართველო)

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია)

2020 წლის საუკეთესო გოლი

ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი", საქართველო)

2020 წლის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი

დავით ბობოხიძე ("თსუ", საქართველო)

2020 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

სიმი საიოტი ("კპრფ", რუსეთი)

2020 წლის ქალთა საუკეთესო მწრთვნელი

გიორგი ჩხაიძე ("ლანჩხუთი")

2020 წლის საუკეთესო მსაჯი

გიორგი კიკაჩეიშვილი

ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო

ზვიად დარასელი, დურმიშხან ჩხაიძე, ვლადიმერ ონიანი

სპეციალური პრიზი

ლევან ხურცილავა

კომენტარები