რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UN: მსოფლიო სასურსათო ფასებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

პუტინი, ხორბალი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAQ-ის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომმა მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ბაზრები შეარყია, რამაც მარტში საკვების მსოფლიო ფასების რეკორდული მატება გამოიწვია.

უკრაინა და რუსეთი საკვები პროდუქტების ძირითადი ექსპორტიორები არიან. ომმა კი, მოსავლის წარმოების სექტორი შეაჩერა.

ასევე, მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 30%-ს რუსეთი და უკრაინა შეადგენენ. ამასთანავე, რუსეთი აწარმოებს უდიდესი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს - კალიუმსა და ფოსფატს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები