საქართველოს პროკურატურა

გერმანიიდან რუსთავის ციხის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადირება მოხდა (VIDEO)

გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და რუსთავის ციხის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი საქართველოს გადასცა. პატიმრების წამებაში მსჯავრდებულ ვ.კ-ს დაუსწრებლად აქვს შეფარდებული 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

"დადგენილია, რომ ვ.კ.-მ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.  ვ.კ. თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და მადლობას უხდის გერმანელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის.

"ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს  მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები