რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოროდიანკაში 2 სახლის ნანგრევებიდან 26 ცხედარი ამოიყვანეს – ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან 26 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

"კიევის ოლქში, ბოროდიანკაში 26 დაღუპულის ცხედარი მხოლოდ 2 სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს". - თქვა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები