რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: დემოკრატიული სამყარო ახალი რეალობის წინაშე დგას

Olivier Matthys/AP

6 აპრილის NATO-ს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა "თავდაცვის ახალი სტრატეგიული კონცეფციის" ჩამოყალიბებაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ კოცეფცია ეხება უსაფრთხოების ახალ რეალობას, რომლის წინაშეც დემოკრატიული სამყარო დგას.

"სტრატეგიული კონცეფცია ნატოს საგზაო რუკა იქნება, თუ როგორ გავუმკლავდეთ უფრო საშიშ სამყაროსა და გავაგრძელოთ ნატოს ყველა მოკავშირის დაცვა.

სტრატეგიულ კონცეფციაში მოაიზრება რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, უსაფრთოების გაძლიერება. ძალთა ბალანსის ცვლილება, გაძლიერებული ჩინეთი და გამოწვევები, რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი დემოკრატიული სამყაროს წინაშე ქმნიან.

ჩვენ ვიმუშავებთ როგორც კიბერ, ჰიბრიდულ და ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ უსაფრთხოების შედეგებზე". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები