საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია
საქართველო-უკრაინა
კალაძე: უკრაინის მხარემ კეთილი ინებოს და წარმოადგინოს, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ
tbl.ge/5y3z
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




