სკოლები

ბავშვები, რომელემბიც 1-ელ ოქტომბრამდე 6 წლის გახდებიან, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით დაინიცირდება.

"საზოგადოების, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდა 1 ოქტომბრამდე, რაც გულისხმობს რა წესიც ახლა მოქმედებს ნაცვლად 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს ვინც დაბადებულია 1 ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევათ წელსვე მივიდენენ სკოლებში".- ამბობს ამილახვარი. 

მისივე თქმით, 2 500 პირს უკვე წელსვე ექნება შესაძლებლობა მიმართოს სკოლას და ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა შეძლოს სარგებლობა ყველამ ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. 

"აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად".- ამბობს გიორგი ამილახვარი. 

კომენტარები