სკოლები

"პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი" - სკოლებში ვაშლები დარიგდება

განათლების სამინისტრო სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, ვაშლის დარიგების კამპანია ახალი სასწავლო წლიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის ორგანიზება რთული იქნება.

"მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ცნობით.

საპილოტე კამპანიის ფარგლებში ვაშლები სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება. განათლების მინისტრის თქმით, თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა კი, სავარაუდოდ, 40 000 - 60 000-ია.

პროექტი საპილოტე იქნება და განათლების სამინისტრო მას თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, "ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით" დაიწყებს. 

კომენტარები