სკოლები

მეზვრიშვილი: ფოთსა და გორში 1 ოქტომბრიდან სწავლა ყველა კლასში გაგრძელდება

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ფოთსა და გორში მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. 

"ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ელი ოქტომბრიდან, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. 

ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში. 

იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან გრძელდება სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ დისტანციური მოდელი. 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე დისტანციურად გაგრძელდება სწავლა". - თქვა მეზვრიშვილმა. 

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა. 

კომენტარები