რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიჯარტო
REUTERS

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა, რომელიც აკრიტიკებდა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

"დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და აღიარონ უნგრელი ხალხის ნება". - თქვა სიჯარტომ.

3 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულ ქრისტიანული ღირებულებებს ეფუძნებოდა. ეს ვიქტორ ორბანის პარტიის,  Fidesz -ის მეოთხე გამარჯვებაა 2010 წლის შემდგომ.

სიტყვით გამოსვლის დროს, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის ლიდერებს ოპონენტები უწოდა.

" ახლა ჩვენ უფრო დიდ ძალებს უნდა ვებრძოლოთ. მემარცხენეები უნგრეთში, საერთაშორისო მემარცხენე ძალები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სოროსის იმპერიის ყველა ორგანიზაცია, საერთაშორისო მედია და ასევე უკრაინის პრეზიდენტი. ამდენი მოწინააღმდეგე არასდროს გვყოლია". - თქვა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები