რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას NHS სასწრაფო დახმარების მანქანებს უგზავნის

PA Media-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას NHS-ის ოცამდე სასწრაფო დახმარების მანქანას გაუგზავნის.

მათ შორისაა ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებსაც სამხრეთ ცენტრალური სასწრაფო დახმარების სამსახური (NHS Foundation Trust) უზრუნველყოფს.

”დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად საკვებს, მედიკამენტებს და გენერატორებს უზრუნველყოფს.

[...] მაღალი დონის NHS სასწრაფო დახმარების მანქანები კონფლიქტის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლის გადასარჩენად დაგვეხმარება".  - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები