NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს პარტნიორი ქვეყნების - საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარდაჭერა.
"ვიმედოვნებთ, რომ გადაწყდება მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხისა და ჩარევის პირისპირ. მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის. ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებით, დავეხმარებით ჩვენს პარტნიორებს მედეგობის გამაგრებაში". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
მომდევნო კვირას NATO მოკავშირეებს შეხვდება. სტოლტენბერგის თქმით, ის ელის საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.