საქართველო-უკრაინა

ჯანდაცვის მინისტრი: [უკრაინის დაჩაგვრაზე] პრემიერის კომენტარს სრულიად ვეთანხმები

რაც შეეხება უკრაინაში ომს და პრემიერის გაკეთებულ კომენტარს, ყველა დამეთანხმებით, რომ ის არის ძალიან ცუდი, რაც უკრაინაში ხდება ყოველდღიურად, ის მძიმე სიტუაცია, რაც ამ ქალაქებშია, ჩვენ გვერდში ვართ უკრაინელი ხალხი და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, ამდენი დაღუპული ადამიანი, მიწასთან გასწორებული ქალაქები და ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის ის კომენტარი, რაც გუშინ გააკეთა და რასაც სრულიად ვეთანხმები

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "სრულიად ეთანხმება" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს - თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის".

კომენტარები