ბუჩისა და ირპენის კადრები, ის რეალობა, რაც ვნახეთ, ნამდვილად არ წაიშლება ისტორიიდან. ეს არის სასაკლაო, რომელმაც რუსულმა ჯარმა მოაწყო. ნამდვილად, არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა დღე 24 თებერვლიდან მოყოლებული, არის გლოვის დღე. განსაკუთრებულად ამ დღეზე, ან რომელიმე ინიციატივაზე აპელირება, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან მცდელობა, მიისაკუთრონ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა, არის უბრალოდ პოპულიზმი, არ არის ღირსეული საქციელი იმ მძიმე დღეებში და მძიმე მომენტში, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
წილოსანი ბუჩაზე: 24 თებერვლიდან ყველა დღე გლოვის დღეა – ამ დღეზე აპელირება პოპულიზმია
tbl.ge/5xy8
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. პარტია ლელო ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. მოლდოვამ 4 აპრილი უკვე გამოაცხადა გლოვის დღედ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
ამავე თემაზე
- შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემის კიევისთვის გადაცემა კანონიერია
- კრემლმა ბრიტანელი მოსწავლე დაასანქცირა კრიპტოვალუტის გათეთრების ქსელის გამოაშკარავებისთვის
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
- ზელენსკი პუტინს: ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ
- ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს




