რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პესკოვის პრიორიტეტთა სკალა გაუაზრებელია" – კადიროვი პუტინის პრესსპიკერს აკრიტიკებს

2016 წელი, რამზან კადიროვი ადგილობრივ არჩევნებში 98%-იან გამარჯვებას აღნიშნავს.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს აკრიტიკებს, რადგან მან რუს ტელეწამყვანს ივან ურგენტს, რუსეთის ომის კრიტიკის მიუხედავად,  "პატრიოტი" უწოდა. პარალელურად, კადიროვის თქმით, პესკოვს მისთვის გენერალ-ლეიტენტობის წოდების მიღება არ მიულოცავს.

"ნამდვილად გავოცდი, როცა პესკოვს არაფერი უთქვამს ჩემთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე. თითქოს იმიტომ, რომ მას ბრძანება არ უნახავს. აქ ვართ მთელი სამხედრო ძალებითა და მოხალისეებით, რომლებიც დღედაღამ სპეცოპერაციას ატარებენ. [...] მეორე მხრივ, მშიშარა, რომელიც არასტაბილურობისას ვითომ შვებულებაში გაიქცა და პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ სიმშვიდის მომენტში დაბრუნდა, პატრიოტია". - დაწერა კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.

თებერვალში ურგანტმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა შავი კვადრატი და დაწერა პაციფისტური სლოგანი. იგი ოჯახთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაცემა დაიხურა. ურგანტის მამის თქმით, მისი შვილი უკვე რუსეთში დაბრუნდა.

"არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც შეეშინდათ, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. ისინი ქვეყნის მტრები არ არიან". - თქვა პესკოვმა. 

კრემლის პრესპიკერმა ტელეწამყვან ურგანტს პატრიოტი უწოდა. კადიროვის თქმით, ის პესკოვს პატრიოტიზმის განმარტებაში არ ეთანხმება.  

"არ ვიცოდი, რომ თურმე, ქვეყნის პატრიოტი რომ გახდე, რუსეთის ქმედება უნდა გააკრიტიკო". - წერს კადიროვი.

კომენტარები