რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთი გაზის რუბლებში შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, რიჩარდ სულიკმა თქვა, რომ სლოვაკეთი განიხილავს გაზის რუბლში შესყიდვის შესაძლებლობას, ვინაიდან ქვეყანას ჯერჯერობით რუსული გაზის ალტერნატივა არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევს რუსეთიდან გაზის იმპორტი, იგი მზადაა შეისყიდოს რუბლში. 

"გაზის მიწოდება ქვეყანაში არ უნდა შეჩერდეს". - ამბობს რიჩარდ სულიკი საზოგადოებრივი მაუწყებლის RTVS-ის ეთერში.

რიჩარდ სულიკის თქმით, სლოვაკეთი გააგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას საერთო გამოსავლის პოვნის მიზნით. მან ასევე აღნიშნა, რომ 20 მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია რუსული გაზით. 

ამჟამად სლოვაკეთი გაზს ევროს ვალუტაში ყიდულობს. ვლადიმირ პუტინის ბუნებრივი აირის რუბლში გადახდის სქემა მყიდველებს ჯერჯერობით საშუალებას აძლევს გადაიხადონ კონტრაქტის ვალუტაში, რომელსაც შემდეგ გაზპრომბანკი ცვლის რუბლებში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები