რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: შემჩნეულია რუსული სამხედრო ნაწილების გადაადგილება დნესტრისპირეთში

უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ განადგურებულ ჯავშანტექნიკას, ხარკოვი, 2022 წლის 27 თებერვალი
AP News

უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით, ე.წ დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში, შემჩნეულია რუსული ნაწილების საეჭვო გადაადგილება.

"შემჩნეულია ე.წ დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში რუსული ჯარების და ქვედანაყოფების გადაადგილება, რისი მიზანიც შეტევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება და, შესაძლოა, უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებია" - წერს გენშტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბის კვლავ იუწყება, რომ რუსებს გაჰყავთ თავისი სამხედრო ნაწილები ცალკეული ლოკაციებიდან. სავარაუდოდ, გადაჯგუფებისთვის და დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებში შეტევისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები