რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ევროკავშირის ლიდერებს სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთმა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, სანქციების საპასუხოდ, შეზღუდვა ქვეყანაში შესვლაზე დაუწესა

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან ნებისმიერ მტრულ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი პასუხი".

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რიგმა დასავლურმა ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები