უკრაინის სადესანტო მოიერიშე ძალებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან ზაპოროჟიეს ოლქში 5 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების. ინფორმაციას სადესანტო მოიერიშე ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
"თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მედესანტეებმა უკვე გაათავისუფლეს ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორიცაა, ზატიშიე, მალინოვკა, ვესელოე, ზელიონაია როშჩა და კრასნოე." - ნათქვამია განცხადებაში.
არ არის დაზუსტებული, კონკრეულარ დროის რა მონაკვეთში გაათავისუფლეს უკრაინულმა ძალებმა დასახლებული პუნქტები.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





