რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.  

“ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც  იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და  აშშ-ს მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინულ სამხედროებს, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა". - წერია განცხადებაში. 

ზელენსკი წერს, რომ ბაიდენმა და მან გაცვალეს შეფასებები ბრძოლის ველსა და მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, ისაუბრეს თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტსა და მაკროფინანსულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები