რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა უკრაინის ქალაქი ნეჟინი დაბომბეს – დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 6 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქი ნეჟინი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ოლეკსანდრ კოდოლამ გაავრცელა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10, ხოლო სრულად განადგურდა 3 სახლი. აგრეთვე, დაზიანდა მანქანები და ავტოფარეხები. 31 მარტამდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები