რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"17 300 სამხედრო, 605 ტანკი, 131 თვითმფრინავი" – უკრაინის თავდაცვა ოკუპანტების დანაკარგებზე

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საოკუპაციო ჯარებმა, წინასწარი გათვლებით, 17 300 სამხედრო დაკარგეს.

ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 30 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 17 300 ადამიანი,
  • ტანკები - 605
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 723
  • საარტილერიო სისტემები - 305
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 96
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 54
  • თვითმფრინავი - 131
  • ვერტმფრენები - 131
  • გემები / ნავები - 7
  • საწვავის ავზები - 75
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 81
  • სპეციალური აღჭურვილობა - 21
  • გამშვები მოწყობილობები - 4

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები