ისრაელი

შეიარაღებულმა არაბმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა

REUTERS/Nir Elias

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა არაბმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლა მანამ, სანამ თავადაც დაჭრიდნენ.

ისრაელის ტელევიზიებში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ შავებში ჩაცმულ კაცს, ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებს. კადრები გადაღებულია ებრაულ ულტრამართლმადიდებლურ ქალაქში. მედიის ცნობით,  თავდამსხმელი იყო პალესტინელი, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე სოფლიდან.

შედეგად, გასულ კვირაში არაბი თავდამსხმელების მიერ მოკლულ ებრაელთა რიცხვი 11-მდე გაზარდა.

გუშინ, 28 მარტს ისრაელის ქალაქ ჰადერაში ორი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები იყვნენ. 

კომენტარები