რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში სერიოზულია

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება "წინ ეფექტურად მიიწევს", რადგან აშშ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან "რეალური სერიოზულობის ნიშნებს".

"ერთია ის, რასაც რუსეთი ამბობს და მეორეა ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას". – თქვა ბლინკენმა

ბლინკენის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

"რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს". – თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მოუწოდა, რომ ახლავე შეწყვიტოს აგრესია, თავდასხმები, სამხედრო ძალებმა უკან დაიხიონ და მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები