რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

Murat Cetinmuhurdar/Anadolu Agency/Getty Images

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თურქეთის პრეზიდენტს, რაჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში, პრეზიდენტის ოფისში შეხვდნენ, სადაც მათ თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა. 

"ასეთ კრიტიკულ მომენტში მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში". - ამბობს რაჯეფ თაიქ ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის შეჩერება ორივე მათგანზეა დამოკიდებული.

თურქეთის პრეზიდენტი რაჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქეთის „ღირებული მეგობრები არიან“. ამის ფონზე, დღეს დილიდან სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის სცენა მზადდება.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი დააჩქარებს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას და რომ თურქეთსაც შეუძლია მათ უმასპინძლოს.

ერდოღანის თქმით, ორივე, რუსეთისა და უკრაინის მხარეების შეშფოთება ლეგიტიმურია, მაგრამ, ამ მომენტში მოლაპარაკებებს "კონკრეტული შედეგების" მოტანა შეუძლია.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები