საწვავის ფასი

მინისტრი: შეუძლებელია საწვავზე აქციზისა და დღგ-ს გაუქმება – ქვეყნის შემოსავლის 8-9%-ია

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, "შეუძლებელია" საწვავზე აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმება, ვინაიდან ისინი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 8-9% აგენერირებს.

"მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღესაა დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებით. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამ ეტაპზე შეუძლებელია საგადასახადო შემოსავლების ამხელა დაკლებაზე საუბარი, როდესაც მიმდინარე წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე". – თქვა ლაშა ხუციშვილმა.

27 მარტს თბილისში საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციის 20 მონაწილე დააკავა.

საქართველოში 1 ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება. ამის გარდა, თითოეულ ლიტრ საწვავს 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ერიცხება.

კომენტარები