რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა რუსეთიდან გასულ კომპანიებს მშვიდობის ჯილდოს გადასცემს

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, საერთაშორისო კომპანიებს, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მშვიდობის ჯილდო გადაეცემათ.

"კომპანიები, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს, როგორც უკრაინელების, ასევე მთელი მსოფლიოს მხრიდან პატივისცემას იმსახურებენ. გულგრილობა და დუმილი ხომ თანამონაწილეობაა". - ერმაკმა.

ერმაკმა სხვა კომპანიებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ომის დანაშაულის მხარდაჭერა შეუძლებელია. დაუშვებელია ომის დამნაშავეებთან ვაჭრობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე ფულის შოვნა". - თქვა ანდრეი ერმაკმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყბიდან ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები