რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

28 მარტს კიევში სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში განახლდება

28 მარტს, კიევში სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს.

"ის იქნება ადაპტირებული არსებულ ვითარებასთან, სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით. მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს არის, რომ ქალაქმა შეძლოს ცხოვრება და მუშაობა ასეთი მკაცრი სამხედრო მდგომარეობის მიუხედავად". – წერს კლიჩკო

უკრაინის ოლქების უმეტესობაში სასწავლო პროცესი 14 მარტს აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები