რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთმა რუსეთ-ევროკავშირის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მუშაობა შეაჩერა

Lehtikuva/Seppo Samuli via REUTERS

ფინეთი აჩერებს ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის სარკინიგზო მიმოსვლას, შესაბამისად უქმდება რუსეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზიც.

ფინეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ამ სარკინიგზო ხაზის მუშობა მიზანშეწონილი აღარ არის. მათივე განცხადებით, ალეგროს მატარებელი ამ დრომდე რუსეთში მყოფი ფინელების სახლში დაბრუნების მიზნით მუშაობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები