რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"მე ამგვარ სიტყვებს არ გამოვიყენებდი" – მაკრონი ბაიდენის მიერ პუტინის ჯალათად მოხსენიებაზე

REUTERS/Johanna Geron

"მე არ გამოვიყენებდი ამგვარ სიტყვებს, რადგან ვაგრძელებ დისკუსიას პრეზიდენტ პუტინთან" – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმირ პუტინის "ჯალათად" მოხსენიებას.

"ჩვენ გვსურს შეჩერდეს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ესკალაციის გარეშე წამოიწყო – ეს არის მიზანი. თუ ეს ის არის, რისი მიღწევაც გვინდა, არ უნდა გავამძაფროთ მდგომარეობა არც სიტყვებით და არც მოქმედებებით". – თქვა მაკრონმა France 3-თან ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის მიზანი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანაა. მისივე თქმით, პუტინთან დიპლომატიური გზებით უფრო მეტ საუბარს ცდილობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები