ირანი

ლაფიდი: ისრაელი და აშშ ერთად იმოქმედებენ ბირთვული ირანის თავიდან ასაცილებლად

ენტონი ბლინკენი და იაირ ლაპიდი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაფიდმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ ირანის ბირთვული საფრთხისგან მსოფლიოს დაცვას ერთობლივი ძალებით შეეცდებიან. 

ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ირანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას იქამდე, სანამ ის არ შეწყვეტს მუქარას როგორც აშშ-ს, ასევე მისი მეგობარი ქვეყნების მისამართით.

მას შემდეგ, რაც ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ "მშვიდობის მიღწევა ზოგჯერ ძალითაა შესაძლებელი", განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ირანის ბირთვული მოლაპარაკებები და ომი უკრაინაში. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში. ამის ფონზე კი აღნიშნა, რომ მსოფლიო ვერ შეძლებს გაუმკლავდეს კიდევ ერთ დიდ ბოროტებას - ბირთვულ ირანს. 

კომენტარები