რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის არმიამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

UNIAN

უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან გაათავისუფლა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი 93-ე ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს

"რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა. მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც 93-ე ბრიგადა იყენებს უკრაინის ქალაქების ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად". – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები