რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის როლს ადასტურებს

რომან აბრამოვიჩი
Getty Images

კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით ცნობები მედიაში გავრცელდა.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა შეკითხვას Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სანქციები აბრამოვიჩის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით. პესკოვის თქმით, აბრამოვიჩი საწყის ეტაპზე მართლაც იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკეკებში.

ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად დაუჭირა მხარი აბრამოვიჩის ჩართულობას მოლაპარაკებებში და მოჰყავს ორი უსახელო პირი, რომლებიც ინფორმულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. CNN დამოუკიდებლად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

ამჟამად გაურკვეველია, თუ რა როლს ასრულებს აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები