რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: გმირული წინააღმდეგობის 1 თვე გავიდა – ეგონათ, უკრაინელებს შეეშინდებოდათ, ცდებოდნენ

"სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, ისინი ცდებოდნენ". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადებიდან 1 თვე გავიდა. 

"ჩვენი წინააღმდეგობის ერთი თვე გავიდა - უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის რუსეთის დაუნდობელ შემოჭრაზე. ერთი თვე გავიდა, რაც თავს ვიცავთ მცდელობებისგან, რომ გაგვანადგურონ, მიწასთან გაგვასწორონ. რუსული სამხედრო ძალების თავდაპირველი გეგმა შემოჭრის პირველივე დღეებში ჩაიშალა. მათ ეგონათ, რომ უკრაინელებს შეეშინდებოდათ, მათ სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, ისინი ცდებოდნენ". - წერს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები