რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაახლოებით, 15 800 სამხედრო, 124 ვერტმფრენი, 530 ტანკი – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე რუსი ოკუპანტების დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ოკუპანტებმა, დაახლოებით, 15 800 სამხედრო დაკარგეს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსების დანაკარგი მოიცავს: 

  • 530 ტანკს 
  • 280 ერთეულ საარტილერიო სისტემას 
  • 47 ერთეული საჰაერო თავდაცვისა და საზენიტო სისტემას
  • 108 თვითმფრინავს
  • 124 ვერტმფრენს 
  • 1033 მაქანას/სატრანსპორტო საშუალებას 
  • 4 გემს/ნავს 
  • 72 საწვავის ავზს 
  • 16 სპეციალურ მანქანას 

სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემთა დათვლა რთულდება. უწყება ინფორმაციას ყოველდღიურად ანახლებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები