რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კიევში სავაჭრო ცენტრის პარკინგი დაბომბეს - დაიღუპა 1 ადამიანი

რუსი სამხედროები უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, კერძოდ კი კიევში, პოდოლსკის რაიონში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

"მტერი აგრძელებს უკრაინის დედაქალაქის დაბომბვას. ახლახან, მათ იერიში სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მიიტანეს, არის დაღუპული და არიან დაშავებულები". - წერს ვიტალი კლიჩკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები