ალექსეი ნავალნი

ნავალნი: საუკეთესო მხარდაჭერა არა კეთილი სიტყვები, არამედ პუტინის წინააღმდეგ ქმედებაა

ჩემი კოსმოსში გაფრენა ცოტა ხნით იწელება - ხომალდი დროით კვანძში მოხვდა

გახსოვთ, მთავარი გმირები შედიან სადგურზე და ფრინდებიან იმ პლანეტიდან, სადაც დრო რამდენჯერმე სწრაფად გადის. და მათ ხვდებათ ვიღაც ტიპი წვერით და ხალათში, რომლებიც მათ ეუბნებიან: მე თქვენ 23 წელი, 4 თვე და 8 დღე გელოდეთ.

მართალია ამაზე ფიქრი სწრაფად განვაგდე. უპირველს ყოვლისა, მე არც წვერი მაქვს, არც ხალათი. და მეორეც, ყველაფერი სისულელეა. ციფრებს მნიშვნელობა არ აქვთ. ეს უბრალოდ დაფაა ციხის საწოლის თავზე, სულ ესაა. და უბრალოდ "ლოდინს" არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ვაპირებთ.

როგორც ჩემს "ბოლო სიტყვაში" ვთქვი, ჩვენ არა მხოლოდ ვაგრძელებთ ანტიკორუფციული ფონდის მუშაობას, არამედ ახალ დონეზე ავიყვანთ. ფონდი გახდება გლობალური საერთაშორისო ორგანიზაცია. და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებით მასში. 

სახაროვის ფულადი ჯილდოს ნაწილი, რაც ევროპარლამენტმა გადმომცა, იქნება პირველი შენატანი ამ ფონდში. ევროკავშირის მოქალაქეებზე, რომლებსაც მათივე წარმომადგენლები ახმოვანებე, გადმომცეს ეს ჯილდო, რათა ვებრძოლო კორუფციას. მე მადლობელი ვარ და უკან ვუბრუნებ მათ ამ თანხას, რათა გაგრძელდეს ბრძოლა.

სხვათაშორის, გთხოვთ შეამჩნიოთ, რომ ჩემი "ბოლო სიტყვის" დროს მაუწყებლობა შეფერხდა.

ცხადია, სიტყვებს აქვს ძალა. ყოვეთვის ვამბობდი, რომ პუტინს ეშინია სიმართლის. ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლა, რუს ხალხამდე სიმართლის მიტანა რჩება ჩვენს პრიორიტეტად. ნებისმიერი საპასუხო ქმედება ომის დამნაშავეების წინააღმდეგ.

კრემლი ანადგურებს მედიას და ჩვენ ვქმნით ახალს. 5 მარტს, მე დავაანონსე პროექტი "Популярную политику", რომლის გვერდსაც უკვე თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს. შემოგვიერთდით - ერთად ჩვენ შევქმნით საუკეთესო მედიას რუსეთში.

მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის და ხალხო, მინდა რომ ეს ვთქვა: საუკეთესო მხარდაჭერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პატიმრებისთვის არ არის კეთილი სიტყვები, არამედ ქმედება. ნებისმიერი აქტივობა მატყუარა და ქურდი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

2013 წელს, ჩემი პირველი განაჩენის მოსმენის შემდეგ დავწერე და ახლაც გავიმეორებ: არ იუსაქმუროთ. გომბეშო, რომელიც ნავთობის მილზე ზის, თავის თავს არ გადააგდებს.

ყველას გეხუტებით და მიყვარხართ!

დაწერა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

კომენტარები