რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკეს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკეს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

"პაპ ფრანცისკეს ვესაუბრე და უკრაინაში არსებული ურთულესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მოვახსენე. მას ვუთხარი, რომ რუსი სამხედროები ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთების საშუალებასაც არ გვაძლევენ. წმიდა საყდრის მედიაცია ადამიანების ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად დასაფასებელი იქნებოდა. მადლობა, უკრაინისა და მშვიდობისთვის რომ ლოცულობთ". - წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები