რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მურატოვი ნობელის პრემიის მედალს ყიდის, თანხას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად რიცხავს

ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიას ყიდის და თანხას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ფონდში რიცხავს.  

"მე და Новая газета-მ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი ლტლოვილების დასახმარებელ ფონდს - უკვე 10 მლნ-ზე მეტი ლტოვილია. აუქციონის სახლებს ვთხოვ, გამოგვეხმაურონ". - წერია განცხადებაში.   

მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წლის 8 ოქტომბერს გადაეცა

დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი. 2014 წელს აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის შესვლას ყირიმში, 2020 წელს მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები