ნობელის პრემია

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა მარია რესამ და დმიტრი მურატოვმა მიიღეს

Times

2021 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს მარია რესას და დმიტრი მურატოვს გადაეცათ.

"მარია რესას და დმიტრი მურატოვს სიტყვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული სამყაროს არსებობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის, დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია გადაეცემათ". – წერია ნობელის პრემიის გამცემი კომიტეტის განცხადებაში. 

მარია რესა ფილიპინელი ჟურნალისტი, მწერალი და ნიუს სააგენტო Rapller-ის ხელმძღვანელია. ის ოცი წლის განმავლობაში გამოცემა CNN-ის კორესპონდენტი იყო სამხრეთ აზიის რეგიონში. 2018 წელს გამოცემა Time-მა ის ფეიკ ნიუსებთან მებრძოლ საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელა.

დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი. 2014 წელს აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის შესვლას ყირიმში, 2020 წელს მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

კომენტარები