რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებს უკრაინაში 3 დღის საბრძოლო მასალისა და სურსათის მარაგი დარჩათ

უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს უკრაინაში 3 დღის საბრძოლო მასალისა და სურსათის მარაგი დარჩათ. მსგავსი მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებითაც, რომლის შევსებასაც ორკები საავტომობილო ავზების გამოყენებით ახერხებენ.

გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ოკუპანტების ცხრა საჰაერო სამიზნე, მათ შორის, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

გარდა ამისა, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ განადგურებულია ორკების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 MT-LB, 3 საარტილერიო სისტემა და 4 ავტომობილი. ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის დანაკარგა დაახლობით 300 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები