რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისი: ევროკავშირი არ უნდა დაიღალოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებით

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირი "არ უნდა დაიღალოს" რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ისევე, როგორც უკრაინის დახმარებით. 

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ლანდსბერგისმა ასევე თქვა, რომ სანქციები აუცილებლად შეეხება რუსეთის ენერგოსექტორსაც. 

"ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ნავთობზე, ვინაიდან დიდწილად ნავთობისგან მიღებულ შემოსავალზეა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული და ამავდროულად, ის საკმაოდ ადვილად ჩანაცვლებადი რესურსია". - ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები