რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: კიევში სავაჭრო ცენტრის დაბომბვას, სულ მცირე, 8 ადამიანი ესხვერპლა

კიევი
უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცმნობით, კიევში სავაჭრო ცენტრის დაბომბვას, სულ მცირე, 8 ადამიანი ესხვერპლა. 

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2022 წლის 20 მარტის საღამოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, რაკეტები გაისროლეს დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში. 

"მტრის დაბომბვისა და ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა. დაზიანებულია მინები ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში და იქვე გაჩერებული მანქანები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამართალდამცავები".- აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები