რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დაბომბვის შედეგად ხარკოვში 9 წლის ბავშვი დაიღუპა

ხარკოვი

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვიაჩესლავ მარკოვი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი. 

"ინდუსტრიალურ რაიონში, კორპუსის დაბომბისას 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 9 წლის ბავშვია".- წერს მარიკოვი FACEBOOK-ზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები