საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 286 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 849 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 855 პაციენტი.
849 ახალი შემთხვევიდან თბილისში 383 დადასტურდა, აჭარაში - 34, იმერეთში - 136, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 67, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 70, კახეთში - 55, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
19 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 641 399 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 596 779 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 643 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 27 951 აქტიური შემთხვევაა.
რეანიმაციულ განყოფილებაში 230 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 36.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



